ჩაკვეტაძემ სეზონი შესანიშნავი გოლით, "უოტფორდმა" კი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის პირველ ტურში "უოტფორდმა" გასვლაზე "მილუოლი" 3:2 დაამარცხა.

სტუმრები პირველ ტაიმში პირდაპირ კუთხურიდან ედო კაიემბემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა კარი საჯარიმოდან გიორგი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. მერე „მილუოლის“ თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა დუბლი შეასრულა და თითქოს დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მილეტა რაიოვიჩმა 90-ე წუთზე გამარჯვება „უოტფორდს“ მოუპოვა. ჩაკვეტაძე 90+4-ე წუთზე შეცვალეს.

შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" 13 აგვისტოს სახლში თასზე მეორე ლიგის "მკ დონსთან" ჩაატარებს, ხოლო 17 აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში „სტოკს“ უმასპინძლებს.

ლონდონი. "დენი"
მილუოლი - უოტფორდი 2:3
გოლები: 0:1 კაიემბე (22),
0:2 ჩაკვეტაძე (55), 1:2 უიტმორი (74), 2:2 უიტმორი (88), 2:3 რაიოვიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიო ყველაზე კრეატიული და დახვეწილი ფეხბურთელია ყიფიანის და ქინქის შემდეგ რაც მე მახსოვს... საოცარი ნიჭის ათიანია
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს!!!
სვანი
20:34 10-08-2024
0
აი ესაა ჩვენი გიო. რომ გვახსოვდა, ამდენ დროს მიტომ ვიყავით უკმაყოფილოები რომ ძალიან გვაკლდა ასეთი დარტყმები.. დაბრუნდა ჩვენი გიო ეს აშკარაა უკვე. ევროპაზეც მოგვაწონა თავი. ჩაკვე მიდი შეუბერე ამ სეზონში ფურორი უნდა მოახდინო. ნაკრებში ასეთ გოლების გამეორებას ველით სექტემვერში. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებ.
G.LA
19:22 10-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული