17:25 10-08-2024
ჩაკვეტაძემ სეზონი შესანიშნავი გოლით, "უოტფორდმა" კი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრები პირველ ტაიმში პირდაპირ კუთხურიდან ედო კაიემბემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა კარი საჯარიმოდან გიორგი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. მერე „მილუოლის“ თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა დუბლი შეასრულა და თითქოს დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მილეტა რაიოვიჩმა 90-ე წუთზე გამარჯვება „უოტფორდს“ მოუპოვა. ჩაკვეტაძე 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" 13 აგვისტოს სახლში თასზე მეორე ლიგის "მკ დონსთან" ჩაატარებს, ხოლო 17 აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში „სტოკს“ უმასპინძლებს.
ლონდონი. "დენი"
მილუოლი - უოტფორდი 2:3
გოლები: 0:1 კაიემბე (22), 0:2 ჩაკვეტაძე (55), 1:2 უიტმორი (74), 2:2 უიტმორი (88), 2:3 რაიოვიჩი (90)
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ღმერთო შენ დაიფარე ეს ბიჭი ტრავმებისგან და დანარჩენს თვითონ მიხედავს
66
0
2-3 გოლიც,ამ ორ თვეში,მათ შორის,თამაშიდანაც და გიორგი ძველებურად გაბრწყინდება.ასეთ ჯარიმას,საკუთარი თავის რწმენის გარეშე ვერ გაიტან!
50
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული