სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

AutoSharing Option
Blick-ის ცნობით, "ბაზელისა" და "ლიუცერნის" ახალგაზრდული გუნდების მატჩისას მასპინძელთა შემტევი გაბრიელ სიგუა მეტოქეს, სონი ანშოს მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას შეეჯახა, ორივემ თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგლამენტის მიხედვით, კაპიტნებთან შეთანხმებით მსაჯმა მატჩი შეწყვიტა. სიგუას ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა აღენიშნა, აგრეთვე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. ის სახლში საღამოსვე გაწერეს და რამდენიმე კვირა გაუცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სონი ანშოს დაზიანება უფრო სერიოზულია, საგანგაშო არაფერია, თუმცა ორი დღით საავადმყოფოში დარჩება. სონი ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელის, სტეფან ანშოს შვილია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ანუ საქართველოს ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი გაიქცა დინამოდან ბაზელის დუბლებში? პარკაძე სიგუა მოისწრაფიშვილი გოგლიჩიძე რა მაგარი ახალგაზრდები გვყავს კაპიკებათ ჭ კლასის გუნდებში გაშვებული.მერე გვიკვირს ეროვნულ ლიგას უმდაბლესი დონე რომ გვაქვს
ტოტტი
23:54 11-08-2024
2
მანდ საერთოდ არ უნდა თამაშობდეს ...
bejo
22:58 11-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული