"ლივერპულთან" ძალიან ახლოს - მამარდაშვილის ინგლისურ გრანდში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

AutoSharing Option
ესპანური Revelo-ს ცნობით, "ლივერპულმა" "ვალენსიას" ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ეს 35 მილიონი ევროა.

გუშინ ბრიტანული სანდო გამოცემა Metro წერდა, რომ ინგლისელებმა და ესპანელებმა წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს და "მერსისაიდელები" ოფიციალური შეთავაზებით 72 საათში დაბრუნდებოდნენ.

Revelo გვაუწყებს, რომ ახლა საბოლოო სიტყვა "ღამურების" პრეზიდენტმა პიტერ ლიმმა უნდა თქვას, თავად ქართველ მეკარეს "ენფილდზე" გადაბარგება კი ძალიან უნდა.

მოგეხსენებათ, "ლივერპული" 1 სეზონით მამარდაშვილის განათხოვრებას პრემიერ ლიგის რომელიმე გუნდში აპირებს, რათა ინგლისურ ფეხბურთს ალღო აუღოს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მომკალით და სანამ ოფიციალურად არ დადასტურდება, მაინც არ მჯერა! ყვითელ პრესას არ ვენდობი
ეჭვიანი
14:40 14-08-2024
0
კი, ამის ტრანსფერი ბევრად რეალურია, ვიდრე ზღაპრები იმ "მონაზე"
jei-jei-jei-jei Okocha
13:42 14-08-2024
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული