პირველი შეხვედრა ქართულ გუნდს 0:1 ჰქონდა წაგებული, თურქეთშიც მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ყველაზე რელური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთს კოხრეიძემ ქუსლით მიმართულება შეუცვალა, მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი სილამ ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ მაკარიძესთან პირისპირ მეტოქის ორი ფეხბურთელი - დავიდსონი და პელკასი გავიდა, ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ანგარიში ვერ გახსნეს. თუმცა, მალე თბილისელთა კარი პიონტეკმა დალაშქრა. მერე საჯარიმოდან პელკასმაც გაგვიტანა. 90-ე წუთზე ჯინჯოლავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „ბაშაქშეჰირი“ ირლინდიის „სენტ პატრიკსს“ დაუპირისპირდება.
სტამბოლი. „ფათიჰ თერიმი“
ბაშაქშეჰირი - იბერია 1999 2:0
გოლები: 1:0 პიონტეკი (50), 2:0 პელკასი (62)
საბურთალო: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა (სიხარულიძე 73), ნონიკაშვილი (ხაჩიძე 84), კოხრეიძე (ო. მამაგეიშვილი 62), გ. მამაგეიშვილი (დადიანი 84), ი. ტაბატაძე (ახვლედიანი 62), სილა
"იბერია 1999"-მა "ბაშაქშეჰირთან" თანაბარ მატჩში მარცხი განიცადა [VIDEO]
ამასთან არცერთი "ტოპ" ქართული გუნდი ვერ ახერხებს გრძელვადიანი გეგმით მუშაობას ლამის ყოველ 1-2 წელიწადში ცვლიან წვრთნელებს და გუნდის ბირთვს. ასე ანდორის გუნდებსაც ვერ აჯობებ. სტაბილური სიცუაციია კლუბში არის კრიტიკულად აუცილებელი.
და მერე ვინმეს უკვირს რატო ვერ ვიგებთ?! ნახეთ აზერების "ზირა", სომხური "ნოა" რა გარემოში თამაშობენ და როგორი გულშემატკივრობა აქვთ ყველა მხრიდან!!!! აქ მარტო სუპერთასის დონეა, ბარსა უნდა ჩამოვიდეს, ან თუ რამე სვეცკობაა მერე მიაწყდება სრული ჯომონდი და ელიწა! მოკლედ რაა ამ ქვეყნის კუდაბზიკობაა მოურჩენელი და დიდი პრობლემა!!!!!