ნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე - როგორია მისი მდგომარეობა?

AutoSharing Option
სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო.

ნეაპოლური კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, ხვიჩას პრობლემა შეექმნა და კუნთიც დაეჭიმა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ის, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს. ერთია ოღონდ სათქმელი - ეს
კვარაცხელიას მიმართ მიზანმიმართული უხეშობაა და მსაჯებს მისი დაცვა მართებთ.

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
სი ნაბ.....დავიდოვიჩი მართლა სპეციალურად დაეჯახა ორჯერ და ერთხელაც არაკაცურად ჩუმად მოარტყა ფეხში @@ აი როგორც ჰოკეიშია "პოლიციელები"ისე უნდა იყოს ფეხბურთშიც და ვინც გაბედავს მოწინააღმდეგე გუნდის ვარსკვლავზე ასე მოქცევას ის "პოლიციელი"ისე დაამტვრევს რომ ყველანაირ სურვილს დაუკარგავს არაკაცობის გამეორების ! თავის დროზე მაგალითად გრეცკის და კურის ყავდათ ედმონტონში ეგეთი "პოლიციელი"(ინდიელი იყო წარმოშობით და როგორც მოთამაშე არაფერი არ იყო სამაგიეროდ დამტვრევაში იყო დასპეცებული)და ერთი-ორი ეგეთი არაკაცი რომ დალეწა მერე ვეღარავინ ვეღარ ბედავდა ედმონტონის ვარსკვლავების წინააღმდეგ არაკაცურ საქციელს ! ეს მე სუპერ ვარსკვლავის გრეცკის მაგალითი მოვიყვანე თორემ ყველა გუნდა ყავდა ასეთი "პოლიციელი" ასე უნდა გაკეთონ ნაპოლიმაც და სხვა გუნდებმაც თავიანთი ვარსკვლავების დასაცავად თორემ მსაჯები და ვარი "ვერ ხედავენ"" ვარსკვლავებზე ნადირობას @
zura222
01:24 19-08-2024
4
კვარაცხელიას "ნაპოლიში" დარჩენა არაფრით არ შეიძლდბა, სასწრაფოდ უნდა წავიდეს, კვარამ უნდა შეიცვალოს აგენტი. ჯუღელს ეგ საქმე ისე ესმის, როგორც მე ჩინური ლინგვისტიკა. ყველამ ხმა უნდა ამოიღოს, ვისაც რაღაცა შეუძლია, თორემ დავკარგავთ იცდმეერთე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს
თედორე
02:39 19-08-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული