სერი A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ფეხბურთელები თავიდანვე ძალიან ეუხეშებოდნენ „ნაპოლის“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას. ჯერ პაველ დავიდოვიჩი უკნიდან შეეჯახა და წააქცია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია. შემდეგ „კვარა“ ჯექსონ ტშატშუამ მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს კი კვარაცხელიას გამოუყენებელი მომენტის მერე დავიდოვიჩი განზრახ შეეჯახა და შესაცვლელი გახდა. ერთი სიტყვით, ქართველზე ნადირობამ შედეგი გამოიღო.
ნეაპოლური კლუბის სამედიცინო სამსახურის ცნობით, ხვიჩას პრობლემა შეექმნა და კუნთიც დაეჭიმა, თუმცა საგანგაშო არაფერია. ის, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს „ბოლონიასთან“ თამაშს შეძლებს. ერთია ოღონდ სათქმელი - ეს
ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]