ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები ბურიჟოს და გუირის გოლებით დაწინაურდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პირისპირ გასულ ბლასს მეკარე პერიმ არ გაატანინა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მიქაუტაძე აქტიურობდა და მასთან უხეშობისთვის ოსტეგორმა ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, გუირიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფოფანამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი მეკარე მანდანდამ მოიგერია. ბოლოს „ოლიმპიკის“ კარი მეისტერმა დალაშქრა და „რენმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
24 აგვისტოს „ლიონი“ „მონაკოს“ უმასპინძლებს.
რენი - ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბურიჟო (19), 2:0 გუირი (21), 3:0 მეისტერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (72)