ძალიან სასიხარულოა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძველ ფორმას იბრუნებს. მან გასული სეზონი კარგად დაასრულა და ახალიც ასევე დაიწყო. "უოტფორდმა" ჩემპიოშიფის პირველი ორი მატჩი მოიგო, ქართველმა კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
"სტოკთან" მოგებულ შეხვედრაში ჩაკვეტაძე შესანიშნავად გაისარჯა: 84 წუთში 47-ჯერ შეეხო ბურთს, 5 ორთაბრძოლა მოიგო, ორჯერ დაიბრუნა ბურთი, საგოლე პასი გააკეთა, ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო და ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს.
24 აგვისტის "უოტფორდი" "დერბის" უმასპინძლებს და გიორგისგან მორიგ ჩინებულ თამაშს ველით.
მადლობა ჩაკვე ასეთი მაგარი ბიჭი რომ ხარ,შენ ის შეძელი რაც წინა თაობის ტალანტებმა ვერ შეძლეს და მჯერა ბევრს შეძლებ ასე გააგრძელე გვეამაყები საუკეთესო ხარ!!