Geo Team: ხვიჩა 4 საათი ჰოსპიტალში იმყოფებოდა - ის მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "ვერონასთან" მატჩისას დაშავებული "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოთხი საათი იმყოფებოდა:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ცვლილების შემდეგ რამდენიმე საათი ჰოსპიტალში გაატარა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი "ნაპოლის" სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.

ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა, მთელ სხეულში დაბუჯებას გრძნობდა, ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს.

25 აგვისტოს, "ბოლონიას" წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
კვარაზე პენალტი უნდა დაედო მსაჯს!
ლაშა
23:10 19-08-2024
0
მე ვფიქრობ კონტეს "ზბორების" შედეგია ეს ყველაფერი,აფსუს რა მწვრთნელთან მუშაობდა კვარა პირველ სეზონში და იმის შემდეგ რა ხალხთან აქვს საქმე
საქართველო
22:02 19-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული