მიქაუტაძე შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელებში პასიურია. სიჩუმე გააზრების საშუალებას გაძლევს, თუმცა, დამთრგუნველიცაა - თავს უფლებას აძლევ,
რაც შეეხება მატჩს, ლიონელთა მეტოქემ ისეთი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა, ზუსტად რომ იციან, კონკრეტულ მეტოქესთან წარმატებას როგორ მიაღწიონ და მასზე ბევრად ძლიერი გამოჩდნენ, იმის მიუხედავად, რომ რეალური ძალთა გადანაწილება ასე არაა.
ჩვენებურის გუნდის რიგებში ბევრი სიახლე არ ყოფილა, ამის მიუხედავად, რჩებოდა განცდა, შეთამაშების პრობლემა არსებობდა, რადგან მოწინააღმდეგის კართან მიახლოებულებს, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირდათ. არის გარკვეული დრო, რაც მიქაუტაძეს აკლიმატიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რათა თავი გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნოს და ის ყველაზე დაბალი შეფასება, რაც ამ მატჩში ჰქონდა, უმაღლესით შეიცვლება!..
წმინდა საფეხბურთო ასპექტებს რომ შევეხოთ, სადღაც შფოთავდნენ, "ჟორჟი" ევროს შემდეგ ეგოისტი გამხდარაო. რაც კი მიქაუტაძის თამაშს ვუყურებთ, მათ შორის ნაკრებში, "ცხრიანი" ყოველთვის კარზე ორიენტირებული იყო და როგორც კი შესაბამისი მომენტი ჩაუვარდებოდა, კარში ურტყამდა. ასე რომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ქართველი ბურთს მხოლოდ საჯარიმოში არ ელოდება და მის მოსაპობელადა და გადასანაწილებლად ბევრს მუშაობს. თუკი ახლა შესაბამისი ინტენსივობა არ იყო და ზოგჯერ უფრო მარტივად მოქმედებაც შეეძლო, ეგ ზუსტად შეთამაშებამა და ნდობამ უნდა მოიტანოს. ახლა უკვე ლაკაზეტიც დაბრუნდება და მათი ერთად თამაში რამდენად მოხერხდება, მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანის შესრულებას, ფეხბურთი ამიტომაცაა საინტერესო, ასეთი რაღაცებიც მოხდეს. ქართველმა ფორვარდმა ხომ ძალიან დამაჯერებელ პენალტისტობას შეგვაჩვია, მაგრამ...
მომდევნო მატჩი "მონაკოსთანაა", გუნდთან, რომელიც ამ ეტაპზე "ლიონზე" საკმაოდ ძლიერია და რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგიმ უარი უთხრა. მიქაუტაძე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პერიოდში პიროვნულადაც მოგვხიბლა, ყველაფერს დაძლევს და ამას მალე დავინახავთ!..
მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ლიონი" "რენთან" დამარცხდა [VIDEO]
საგანგაშო არაფერია, მთავარია დამშვიდდეს, ცივი გონებით მიუდგეს საქმეს და ყველაფერი რიგზე იქნება. მთავარია ლიონის მწვრთნელს ეყოს ჭკუა და აცადოს გიოს ადაპტაცია.
ისე კი თავიდანაც ვფიქრობდი რომ ლიონიში გადასვლას მონაკოში გადასვლა ჯობდა. სუსტი გუნდია ლიონი. თან მონაკოში ეგეთი წნეხი არ ექნებოდა.
გიო დამშშვიდდი ,წნეხი მოიხსენი , არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, პენალტი ვის არ გაუფუჭებია და თან გუნდისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან მატჩში. ყველაფერი კარგად იქნება.