"გეტყვით, რატომ მოყავთ მამარდაშვილი და განიხილავენ მას ალისონის შემცვლელად" - "ლივერპულის" შესახებ მწერალი ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ჯეიმს პირსი, რომელიც "ლივერპულთანაა" დაახლოებული და ამ გუნდის შესახებ წერს, "მერსისაიდელთა" რიგებში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ეხმაურება.

პირსს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი გაჟღერებული ამბავი სანდოობით გამოირჩევა.

"გეტყვით, რატომ მოყავთ მამარდაშვილი. როგორც მე ამიხსნეს და ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, მამარდაშვილის ტრანსფერით "ლივერპულმა" გრძელვადიანი მემკვიდროება დაგეგმა.

კლუბში ამ ბიჭზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მიაჩნიათ, რომ ბაზარზე ის თანხა, რომელიც მის სანაცვლოდ უნდა გადაიხადონ, სრულიად მისაღებია.

გუნდში ფიქრობენ, რომ მეკარის დაბევება და მისი 1 წლის შემდეგ
ჩამოყვანა კარგი ინვესტიცია იქნება", - თქვა პირსმა Walk On Podcast-ზე საუბრისას.

alt"ლივერპულის" ზაფხულის პირველი შენაძენი - გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

მკითხველის კომენტარები / 11 /
მწერალი ცნობილი ჟურნალისტი რა უბედურებაა?
status quo
11:07 22-08-2024
0
პირსი მართლაც დაახლოებული იყო ლივერპულთან,ექოს ჟურნალისტი იყო,მარა ახლა წასულია და მთლად სანდო წყაროც აღარ არის.მენდეთ,ლივერპულზე ინფოებს ეგრე ვამოწმებდი ხოლმე,თუ პირსი დაწერდა ე.ი. 100% ინფო იყო,თუმცა ეხლა იან დოილია ეგეთი და ორშტეინი,თუ ეს ორი წერს რაღაცას ე.ი. სიმართლეს შეესაბამება. რაც შეეხება ამ ამბავს,გრძელვადიანი პროექტი კი არ არის,ბიუჯეტური ტრანსფერია და იმედოვნებენ რო გამოადგებათ ან გადაყიდიან. გაუგებარია,მეკარე შენთან გინდოდეს და ბორმუთში უშვებდე ერთი ან ორი წლით,ნუ ბორმუთზე მამარდა მიხდა და უარი თქვა. ახლა,ვალენსიაში რჩება ერთი ან ორი წლით იჯარაზე,რაც ასევე გაუგებარი სქემაა. თუ გრძელვადიანი პროექტია,გაგიჟებულები არიან მამარდაზე,მაშინ რას ვაჭრობდნენ კაპიკებზე? ესეც რო არ იყოს,ლივერპული მიმდინარე პრობლემას ვერ პასუხობს და მომავლის პრობლემაზე ფიქრობს? გუნდს გაძლიერება სჭირდება და არავინ უყიდიათ,1-2 წლის მომავალზე ფიქრობენ? კარგია ეგრე თუ არის,მარა როგორც ძველ ლივერპულის ქომაგს,არ მჯერა მაგის.ჩემზე მეტად არავის გაგიხარდებათ ქართველის ლივერპულში ხილვა,თუმცა არ ვენდობი ამერიკელ ვაჭრებს ლივერპულში. ეგეც არ იყოს,შეიძლება არ შედგეს ეს ტრანსფერი,ბარახა ახურებს თურმე,ერთი მაგარი ფეხბურთელი ყავდა და ისიც გაუყიდეს ან უშვებენ,თან ახალი მეკარე მოუყვანეს და მამარდასაც იჯარაზე იტოვებენ,ხოდა ეს გუნდის აბარდაგებას არ ნიშნავს? თან შეგნებულად. არ ვიცი რა ან როგორ მოილაპარაკეს,თუმცა ერთი ვიცი,მამარდას წარმატებებს ვუსურვებ ლივერპულშიც,იუნაიტედშიც და ვალენსიაშიც,ჩემთვის საქართველოა მთავარი და მამარდას წარმატება.იმედია რო სწორ გადაწყვეტილებას იღებს და წაადგება მის კარიერას სპორტული თვალსაზრისით,თორე ხელფასი ინგლისში მაღალია.გავარდნილი ლივერპული უფრო მეტს გადაუხდის,ვიდრე ვალენსია.ალისონის ჩანაცვლება არც ეგეთი ადვილია,გინდ მამარდა იყავი და გინდ ბუფონი. ალისონს მოაქვს დამატებითი ვარიანტები,სიმშვიდე და ქარიზმა. ხომ გახსოვთ,კასილასის შეცვლა როგორ გაუჭირდა რეალს,არაა ადვილი ამ დონის მეკარის ჩანაცველბა და არც ინგლისია საჩუქარი ქვეყანა.ან უაზროდ გაგაღმერთებენ ან უაზროდ გაგლანძრავენ,ვერ გაუგებ იმათ მედიას.თუმცა ფანები ლივერპულს საუკეთესო ყავს,თუ მიიღეს და ესეც იქნება,ბოლომდე გაყვებიან ყველგან.ისე მეორე მეკარეც მაგარი ყავთ,თუ შეგნებულად არავინ გაგდო ის ბიჭი,ძალიან ძლიერი კონკურენცია იქნება.თან ირლანდიელია და ირლანდიელები ძალიან უყვართ ლივერპულში,პრინციპში,ნაწილი ისედაც ირლანდიელია. თუ ეს საქმე გამოვიდა,რა გაუძლებს უცნაურ შემოტენილ ფანებს,ახლა ასეთებს უხსენი,რატომ არ ყავს გუნდს 6 ნომერი და რატომ არის ჯერარდი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. თავისით გაიგებენ ვითომ? მეტი არ იქნას,ნაპოლის თამაშებზე დადიოდნენ და ის ვერ დაამუღამეს,იუვეს აგინებენ ყოვლე თამაშზე,ვინც ფეხზე არ დგას იუვენტინო არისო და მერე აგინებენ,ქართველები ვერაფერს ვერ გებულობდნენ და ისხდნენ ხოლმე,აგინებინებდნენ თავს ნეაპოლელებს. ლივერპული ნეაპოლი არ არის,ასე ადვილად არც მიგიღებენ და ვერც დაუმტკიცებთ რო ლივერპულის ქომაგები ხართ,ნუ თუ მართლა არ ხართ. ისე კი,თუ დარწმუნდნენ რო მართლა ლივერპულის ფანი ხარ,სახლსაც დაგითმობენ,ლუდზეც დაგპატიჟებენ და შენც ჩატანილ ბანერსაც დაიტოვებენ,მერე კოპზე გამოფენენ და იამაყებენ შენთან ნაცნობობით.
იასონას უდარი
05:25 22-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული