მთელი "ლიონი" ტრანსფერზე - შეიძლება მიქაუტაძეც გაყიდონ

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
უიღბლო კი არა უტვინოა, ჩემპიონთა ლიგის გუნდს, რომ კრიზისში მყოფ გუნდს არჩევ უარესი დაგემართება, მშობლიური გუნდი არა კვახი, ეგ ლიონო არ იყო უბოდიშოთ რომ მოისროლა პატარა ბიჭი?
ეეე
21:44 22-08-2024
6
რაღა ამ წყალწაღებულ კლუბში გადავიდა?
gega
22:26 22-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული