Football Insider-ის სატრანსფერო ექსპერტის, პიტ ო'რურკის ცნობით, "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას სენსაციურ ტრანსფერზე მუშაობს და უნდა ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში გაიფორმოს.
აღნიშნულია, რომ მთელი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მერსისაიდული კლუბი უშედეგოდ ცდილობდა რომელიმე პერსპექტიული შემტევის დამატებას, საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი კვარაცხელია "ნაპოლიში" გარკვეულწილად საეჭვო მომავლის ფონზე "ლივერპულის" ინტერესის სფეროში მოექცა, თუმცა დარჩენილ ერთ კვირაში სერია A-ს სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
შეგახსენებთ, "ლივერპული" "ვალენსიასგან" გიორგი მამარდაშვილის შეძენას აპირებს და იქნებ ორ ქართველს ერთად მოუწიოს დიდ გუნდში თამაში.
1 მილიონი რამენაირად უნდა ეყოს, გაძლოს კონტრაქტის ბოლომდე და მერე თავისუფალი აგენტის სახით წავიდეს ძლიერ კლუბში ოღონდ ჯუღლის ჩარევის გარეშე.
თუმცა ტრამვის რისკი არსებობს-მაგრამ ალბათ დაზღვევაც აქვს დიდ თანხაზე
მოკლედ რასაც ამ 3 წელიწადში ვერ მიითებს (დაახლოებით 15 მილიონს) თავისუფალი აგენტის სახით გადასვლის შემთხვევაში აინაზღაურებს 2 წელიწადში და მერე კიდევ მინიმუმ 5 წელი პლიუსი წავა
Ლივერპული კი არა ფოთის კოლხეთის დონეა