მამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმრები დიეგო ლოპესმა თავურით დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ხუთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. ვიგოელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი აიღო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, გიორგიმ სვედბერგის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია, თუმცა მალე მისი კარი ბელტრანმა დალაშქრა. დარჩენილ დროში "ღამურების" შეტევებმა შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ - 3:1.

Sportall.Ge

"ვალენსიამ" პრიმერას სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 28 აგვისტოს „სან
მამესზე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვიგო. „ბალაიდოსი“. 23 519 მაყურებელი
სელტა - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 დიეგო ლოპესი (14), მინგესა (23), 2:1 ასპასი (28), 3:1 ბელტრანი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ასპასი (45+5, სელტა)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე როგორც მილანის ფანი გახარებული ვიყავი როცა გავიგე რომ მილანს ინტერესი ქონდა კვარაზე და მერე უკვე მამარდაზეც და ვოცნებობდი ორივე ერთად მენახა მილანურ გრანდში თუმცა მილანი არ გამოვიდა გამოვა ლივერპული არანაკლები გრანდი რომელშიც მამარდა თითქმის გადავიდა და ველოდები 2025-წელს როცა ლივერპული კვარაზეც გაიწევს მაშინ როცა სალაჰი წავა გუნდიდან
gel-100
09:03 24-08-2024
4
ვერ გავიგე რატომ დაუწერეს ყველაზე დაბალი შეფასება. კაცმა პენალტი აიღო და ეს არაფერს ნიშნავს? ვერცერთ გაშვებულ გოლში მამარდას ვერ დაადანაშაულებ.
დავით 67
03:44 24-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული