მამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმრები დიეგო ლოპესმა თავურით დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ხუთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. ვიგოელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი აიღო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, გიორგიმ სვედბერგის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია, თუმცა მალე მისი კარი ბელტრანმა დალაშქრა. დარჩენილ დროში "ღამურების" შეტევებმა შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ - 3:1.

Sportall.Ge

"ვალენსიამ" პრიმერას სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 28 აგვისტოს „სან
მამესზე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვიგო. „ბალაიდოსი“. 23 519 მაყურებელი
სელტა - ვალენსია 3:1
გოლები: 0:1 დიეგო ლოპესი (14), მინგესა (23), 2:1 ასპასი (28), 3:1 ბელტრანი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ასპასი (45+5, სელტა)

მკითხველის კომენტარები / 7 /
შეცდომა დაუშვა მამარდამ ინგლისში რომ არ წავიდა წელსვე, უსუსტესი დაცვა ჰყავს ვალენსიას და ამის ფონზე ძალიან ბევრ გოლს გაუშვებს, ასევე საეჭვოა პროგრესი ჰქონდეს ამ წელს, ფსიქოლოგიურად ძნელია იმ გუნდში თამაში რომელსაც უკვე აღარ ეკუთვნი, ახალი გამოწვევა ჰქონდა და უნდა დათანხმებულიყო ბორნმუთში თამაშს, ბევრად გაუადვილდებოდა შემდეგ ლივერპულში ადაპტირება.
მამუკა
02:04 24-08-2024
8
ვერ გავიგე რატომ დაუწერეს ყველაზე დაბალი შეფასება. კაცმა პენალტი აიღო და ეს არაფერს ნიშნავს? ვერცერთ გაშვებულ გოლში მამარდას ვერ დაადანაშაულებ.
დავით 67
03:44 24-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული