ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "დერბის" თამაში შემოუტრიალა და თანალიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მესამე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „დერბის“ 2:1 სძლია.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველის გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, sofascore 6.8, whoscored 6.6.

„უოტფორდი“ 9 ქულით „სანდერლენდთან“ ერთად ლიდერია, 27 აგვისტოს ლიგის თასზე „პლიმუთს“ მიიღებს, 1-ელ სექტემბერს კი ჩემპიონატზე შეფილდში „იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - დერბი 2:1
გოლები: 0:1 ადამსი (2), 1:1 ბაიო (31), 2:1 სისოკო (76)

altმატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
მძიმე თამაში გამოდგა უოტფორრდი ფლობდა უპირატესობას მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა ჩაკვეს ბევრი დაკარგვა ქონდა მაგრამ გამარჯვების გოლში დიდი იყო მისი წვლილი ყველა თამაში ვერც გუნდს და ვერც ინდივიდს წაუვა მაღალ დონეზე იმედი ვიქონიოთ გიოს შემთხვევებში ხშირად იქნება წარმატებული
გიორგი
20:58 24-08-2024
0
თითქოს არაფერი, მარა თვალში საცემია ერთი დეტალი. გეტრები 21-ვე ფეხბურთელს აცვია ნორმალურად. მარტო ჩაკვეს აქვს ჩაჩაჩული. მაგრად ტეხავს.
ალალი გულშემატკივარი
23:25 24-08-2024
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული