ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა ოლიმპიადის შემდეგ მოგვიანებით დაბრუნებული ალექსანდრ ლაკაზეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული ერნესტ ნუამას ნაცვლად მე-18 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
სტუმრები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და უკეთესმა გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და თანაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო "ლიონის" მეკარე პერი.
შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში გიორგის „მონაკოში“ გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი მშობლიური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა. მიქაუტაძის გარჯა
„ოლიმპიკმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, გოლი ჯერ არ გაუტანია და 30 აგვისტოს „სტრასბურგს“ მიიღებს.
ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“
ლიონი - მონაკო 0:2
გოლები: 0:1 ბენ სეგირი (65), 0:2 კამარა (80)
გაძევება: კამარა (90+7, მონაკო)
როგორ გადაინაწილებენ დღეს ადგილსა და დროს მიქაუტაძე-ლაკაზეტი? - ხვიჩა ეცდება, დამიანეს მიუძღვნას...
ეს ოხერი პასები , ხომ ხედავ რომ არ არის არავინ , ვინც ამათ გამოიყენებს. შენ უნდა ქნა რაც შეგიძლია ინდივიდუალურად, თორემ დაგსვამენ სკამზე. და კიდევ, სულ ბოლო 97 წუთზე ერთადერთხელ რომ ბურთს მიიღებ დასარტყმელ პოზიციაზე, როგორი ცოტა შანსიც არ უნდა იყოს - დაარტყი რა. შენ არ ხარ ბომბარდირი? რა დროს პასია, გამოფხიზლდი ჟორჟ, საუკეთესო ხარ მაგ გუნდში და აჩვენე ეს ყველას, ესე შეფარვით ვერ მიხვდებიან. აიღე შენ თავზე მეტი! გელოდებიან ეგენი ქვეცნობიერად, იმედი ხარ მაგათი. შეუბერე შენებურად , ც