გოჩოლეიშვილი შეცვალეს - "კოპენჰაგენმა" "ნორდსიელანდთან" მარცხი განიცადა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მეექვსე ტურში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ნორდსიელანდთან“ 2:3 დამარცხდა.

tipsbladet-ის ცნობით, სტუმართა გუნდმა საშინელი პირველი ტაიმი ჩაატარა, რაც ალბათ, გადატვირთული კალენდრით იყო გამოწვეული, განსაკუთრებით გიორგი გოჩოლეიშვილს გაუჭირდა აქტიური ნორვეგიელი გარემარბის სინდრე ვალე ეგელის წინააღმდეგ თამაში, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი შესვენებაზე შეცვალეს. გამოცემა წერს, რომ დედაქალაქელთა თერთმეტივე ფეხბურთელი შესაცვლელი იყო. 0:3 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „კოპენჰაგენმა“ შეუტია, ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

„კოპენჰაგენი“ 11 ქულით მეხუთე ადგილზეა, 29 აგვისტოს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის
საპასუხო მატჩში შოტლანდიაში „კილმარნოკს“ დაუპირისპირდება, 1-ელ სექტემბერს კი ჩემპიონატზე „ბრონდბიუს“ უმასპინძლებს.

ფარუმი. „რაიტ ტუ დრიმ პარკი“
ნორდსიელანდი - კოპენჰაგენი 3:2
გოლები: 1:0 ეგელი (3), 2:0 ინგვარტსენი (5), 3:0 ნიუგრენი (30), 3:1 ოსკარსონი (54), 3:2 კლასონი (78)

altგოჩოლეიშვილმა ფანებს თავი შეაყვარა - "კოპენჰაგენი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო ბოლო გაგვაგებიეთ - ეს კოპენჰაგენი ევროპა ლიგაზეა, თუ კონფერენც ლიგაზე? ა?!
alexandre
14:00 26-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული