კვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელია თავისი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი და გამარჯვების შემოქმედი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა მისი საგოლე პასი - ამას ვერ ისწავლი, ეს ბუნებრივი ნიჭია. თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:

"იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
როგორ ეწყინათ კომენტარებში მიზოგინ კაცებს სარკეში,რომ ჩაახედეს
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
27 აგვისტო 2024 17:35
0
მაგარი ფეხბურთელისა კვარა და კარგი ადამიანიც გაუმარჯოს მას და მის ოჯახს და დედ მამას ასეთი კარგი ადამიანის გაზრდისთვის. ერთი მინდა ვთხოვო და ცუდად ნუ გაიგებთ მაგასაც და ჩაკვესაც ეხება. ამ ჩაჩაჩული გეტრებით თამაში როდესაც ყველას აწეული აცვია გუნდში და ფეხის დასაცავი უკეთიათ იმ ადგილას სადაც ფეხი ადვილად ტყდება, ძალიან გთხოვთ დაიცავით, თქვენი ტრამვა მთელი საქართველოს ტრამვაა. ბოლო დროს საერთოდ ვერ ვხედავ რომ ეკეთოს ის პლასტმასის დასაცავია თუ რაც ჰქვია. დასათარსად არ ვიძახი, როდესაც შენზე ამდენს ნადირობენ ფრთხილად უნდა იყო შვილო.
simartle
26 აგვისტო 2024 16:46
1
დამიანი კი არა მამას დოპინგი ყოფილა ეგ ბავშვი. თამაშს სამწუხაროდ ვერ უყურე მაგრამ ასეთი შეფასება დიდი ხანია არ მახსოვს. დამრავლდი და დაამრავლე ერი ჩემო კვარა. ასეთი დოპინგი და სიხარული არ მოგკლებოდეს.
G.LA
26 აგვისტო 2024 14:35
3
ოთარ კუშანიშვილმა რა სიზიზღრობები ილაპარაკა კვარაზე, მის მეუღლეზე,ზოგადათ ქართველ ქალებზე,რამდენი იდგა და ტაშს უკრავდა და ეთანხმებოდა მის კომენტარს,ოთარ ნამდვილი ქუთაისელი ხარ,სწორად ფიქრობო აქედან ამხნევებდით,ახლა გახდით ყველა ანგელოზები?ეგ არ იყო ქალთმოძულეობა?არ აბულინგებდით კვარას, ცოლის მოყვანის გამო?მის წარუმატებელ თამაშს ახალგაზრდა გოგოს არ აბრალებდით?ყველას ყველაფერი დაგავიწყდათ?არ იქცეოდით კაცურად,ქართველად და ქრისტიანულად და ეს მუდმივად უნდა შეგახსენონ!!!!
სოსო
26 აგვისტო 2024 13:42
6
სხვა ვერაფერი მოიფიქრე კვარას ამ თამაშთან დაკავშირებით ?
ვერაა მთლად ჯანსაღი და ნორმალური მდგომარეობა ...
ჯანმრთელობა თქვენ, ფიზიკურიც და მენტალურიც !
"მართლა რა გჭირთ, ტო"!
26 აგვისტო 2024 18:53
2
https://youtu.be/ZIggw6JNZPo
რეალობა
26 აგვისტო 2024 13:29
1
შენ გაგიმარჯოს,მარტო შენს გამო ღირს ფეხბურთის ყურება.
მირო
26 აგვისტო 2024 13:02
3
გილოცავ კიდევ ერთხელ დამიანეს შეძენას! სულ ბედნიერი გენახოს! მთავარია მინიმუმ 1 ძმა და 2 და უნდა მას!
გილოცავ მშვენიერ თამაშს! შვილო, ნამდვილად ახარებ მთელ ერს, ყველას გვიყვარხარ, ყველა გგულშემატკივრობს! ჰო და მრავალი წარმატება ნაპოლიში და, რაც მთავარია, ნაკრებში! გაიხარე და გაგვახარე!
alexandre
26 აგვისტო 2024 12:00
1
გაიხარე ხვიჩა,შენს მეუღლესთან ერთად!
ლადო
26 აგვისტო 2024 09:18
1
ასე არ ჯობია ეს წვერი და თმა კვარა? გენაცვალე ბევრი წარმატებები პირად ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც
ტოტტი
26 აგვისტო 2024 08:11
2
ხვიჩელანჯელო კვარავაჯო
მერკუციო
26 აგვისტო 2024 06:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული