სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
კვარაცხელია თავისი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი და გამარჯვების შემოქმედი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა მისი საგოლე პასი - ამას ვერ ისწავლი, ეს ბუნებრივი ნიჭია. თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:
"იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.
მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ".
ვერაა მთლად ჯანსაღი და ნორმალური მდგომარეობა ...
ჯანმრთელობა თქვენ, ფიზიკურიც და მენტალურიც !
გილოცავ მშვენიერ თამაშს! შვილო, ნამდვილად ახარებ მთელ ერს, ყველას გვიყვარხარ, ყველა გგულშემატკივრობს! ჰო და მრავალი წარმატება ნაპოლიში და, რაც მთავარია, ნაკრებში! გაიხარე და გაგვახარე!