5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere del Mezzogiorno ავრცელებს.

მოგეხსენებათ, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლისა" და "ბოლონიას" მატჩს ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი დაესწრო, იტალიურ მედიაში კი მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" ხვიჩას 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, ჩაიდება თუ არა ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი.

შეგახსენებთ, ხვიჩას ნეაპოლელებთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ხვიჩა "გაქრობის" საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი - მოქანდაკე,

პოეტი და დიდოსტატი ქართველი" - იტალიელი ჟურნალისტი

alt"კვარა" "ნაპოლის" მარადონას ძალით ამოძრავებდა, ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია, მაგრამ... - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე

altგამარჯვება, რომელიც კვარაცხელიას დაემყარა! - კონტეს პარალელები საქართველოს ნაკრებთან და რა უნდა ვუსურვოთ ხვიჩას...

მკითხველის კომენტარები / 22 /
იტალიაში ისე მიეჩვივნე იაფ მუშა ხელს საქართველოდან რომ ბრილიანტი ჩაუვარდათ ქართული და აღქმა დაკარგეს.
G.LA
19:21 27-08-2024
0
კონტრაქტის პირადი პუნქტები მხოლოდ ხვიჩას საქმეა და რამდენი ხელფასი ექნება თქვენ არავინ გეკითხებათ თუ მას აწყობს ის თანხა რასაც სთავაზობენ მოაწერს ხელს არადა უკვეთეს ვარიანტს მოძებნის. არ სჯობია ჩვენში არსებული მათხოვრული ხელფასები გააპროტესტოთ იქ ნაპოლის მფლობლებს ხვიჩას 5 მილონიანი ხელფასისთვის ქოქოლას რომ აყრით........უფრო მეტიც აქ ისეთი არაადეკვატური ხალხი წერს ზოგიერთები, გაგიკვირდება აქ როგორ მოხვდნენ და საერთოდ წერას როგორ ახერხებენ-თვითონ განსაჯეთ: რომელო ლუკაკუმ კარში დარტყმა არ იცისო კვარასთან შედარებით ვინ მიგდიაოო-წერს ვიღაც ფეხბურთის ზნატაკი პატრიოტი და კვერს უკრავს ასევე ნახევარუჯრედიანი ათეულობით რეგვენი [საფეხბურთო გაგებით], არადა 30 წლის ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში,რომელიც ფიფას რეიტინგით მე-7-დეა 113 თამაში-83 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საგუნდო დონეზე ევერტონის,მანჩესტერის,ჩელსის,ინტერის და რომას მაისურით-301 გოლი გაიტანა მათ შორის -49 ევროტურნირებზე იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მას კრიტიკულ ასაკამდე მინიმუმ 5 სეზონი მაინც აქვს[-ივნისში გახლდა 31 წლის] სრულებიდაც არ არის გასაკვირი ასე თავგამოდებით რატომ ცდილობს ნაპოლი მის დამატებას, ხელფასსაც მეტს დაუნიშნვენ ვიდრე კვარას ბუნებრივია. ხვიჩას გასულ სეზონში უნდა ეთავა გუნდის ლიდერობა და ნამდვილ ვასკვლავად ჩამოყალიბებულიყო,მაგრამ ვერ ულიდერა და გუნდიც მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა, ამიტომაც კონტე ცდილობს ლუკაკუს დამატებას ნებისმიერ ფასად რომ გუნდი მის გარშემო ააწყოს....კვარას კი წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ არ მგონია 6 სეზონის შემდეგ ლუკაკუს ნახევარი მიღწევა მაინც ქონდეს-გამორიცხულია, ან ფიფას რეიტინგით ჩვენი ნაკრები როდესმე ათეულში შევიდეს.
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული