ka-news: "კარლსრუემ" ზივზივაძეზე მილიონიანი შეთავაზება მიიღო

AutoSharing Option
ka-news-ის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიძლება "კარლსრუე" დატოვოს.

გამოცემის მტკიცებით, "კარლსრუემ" ზივზივაძეზე, რომელიც კარგა ხანი აყოვნებდა გუნდიდან წასვლას,  მოულოდნელად მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რაზეც კლუბი უარს ვერ იტყვის. მით უმეტეს გუნდში სამი ერთნაირი სტილის შემტევი ჰყავთ, შეიძლება მეოთხეც დაიმატონ და ქართველის გასხვისება პრობლემა არ იქნება.

აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ზივზივაძის მსურველი კლუბი არ სახელდება.

ის გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ კლუბს თავისი ინტერესები გააჩნია და სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრეისმა განაცხადა, რომ ტრანსფერების განსახორციელებლად მზად არიან.

"კარლსრუე" შემდეგ
მატჩს სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, 1-ელ სექტემბერს ბრაუნშვაიგში "აინტრახტთან" ჩაატარებს და იქამდე გაირკვევა, დატოვებს თუ არა ბუდუ გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბუქარესტის რაპიდიო და თუ კი მართლაც ძალად გაუშვეს რუმინეთის ჭ კლასის გუნდში :რა ვქნათ მილიონი ძაან გვჭირდებაო …იქეთ წუწურაქა ლავრენტა არც უშვებს და არც ნორმალურ ხელაფასს უხდის …ვერ გავიგე ამათ ქართველების ჯინი აქვთ ვეპატარავებით თვალში …თუ რაა ეს ეგრე როგორ გვჩაგრავენ ….!!! ამათ მგონი ევროზე ამდენი კულტურული ქართველის ნახვის შემდეგ აერიათ რამსები …ამათ ხომ არ დაავიწყდათ ვინ დაურჭო დროშა რეიხსტაგზე ან მაკარონიკებს ის დაავიწყდათ რომ მშვიდათ ძინავთ ღამეები ხვიჩას ხათრით ( როგორც მე ვიცი ) ნეაპოლი ხელშეუხებელი ქალაქი გახდა …)))) აბა ჰე შეეესიეთ ბიჭებო …!!!)))))))))
მდააა
22:16 27-08-2024
6
ბუქარესტის რაპიდიო დაიწერა მანდ წასვლას სადაცარი ეგ ჯობია
სკ გარეჯი
22:04 27-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული