"ვალენსიაში" 1 წლით დარჩენა ამიტომ გადავწყვიტე" - მამარდაშვილმა "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ წერილი გაავრცელა

AutoSharing Option
"ლივერპულში" ოფიციალურად გადასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ამ სეზონსაც იჯარით "ვალენსიაში" გაატარებს, შემდეგ კი "ენფილდზე" გადაბარგდება.

"მოგესალმებით. "ვალენსიაზე" და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. "ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ
ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში. ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!", - წერს მამარდაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 20 /
"ვალენსიას შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა" როგორი მართალი სიტყვებია მაგრამ მარტო ვალენსიამ არა მამარდ, შენ პროფესიონალი და შრომისმოყვარე ხარ ამიტომაც დაგიფასდა გარჯა.
იბრუხ მართალი
14:50 28-08-2024
0
კოკისპირული წვიმა იყო და დინამოს ვირტუოზებმა მოუგეს 3 0 კენი დალგლიшის გუნდს ეხ მეგობრებო მოვა დრო მე ოპტიმისტი ვარ
მერაბი ბებია
13:40 28-08-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული