ბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს

AutoSharing Option
ka-news-ი იტყობინება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "კარლსრუეს" თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეში კლუბი, რომელსაც არ ასახელებდნენ, მილიონ ევროს იხდიდა, სიმართლე არ გამოდგა და ეს თავად წყარომ აღიარა.

რუმინული GSP-ის ცნობით, "რაპიდს" მართლაც სურდა ზივზივაძის შეძენა, მაგრამ გერმანული კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად ჩათვალეს, მორიგი შეთავაზება საჭიროდ არ მიიჩნიეს, მოლაპარაკებები არ გაგრძელდება და ტრანსფერი არ განხორციელდება.

"კარლსრუე" 1-ელ სექტემბერს, მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში, ბრაუნშვაიგში "აინტრახტს" დაუპირისპირდება და ალბათ, ქართველი ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბუდუ დაამტკიცებს,რომ მეტის ღირსია,სულ მალე.
ილია
12:05 29-08-2024
0
კიდევ კარგი, რა უნდა მანდ?! 4-5 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს, ბუნდესლიგის რომელიმე საშუალო კლუბში, ან ავსტრიაში ზუსტად რომ მისი ადაგილი.
მერაბი
09:45 29-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული