შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს

AutoSharing Option
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერს გამოეხმაურა და "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა:

"გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.

მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე
ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვააბშეტა, დღეს კოსმოსში გაფრენა უფრო ადვილია, ვიდრე ლივერპულის დონის გრანდში მოხვედრა... წარმატებები გიოს...
დდდ
21:33 28-08-2024
4
ფრიად სასიამოვნოა შოთა არველაძის კეთილი სურვილები ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ!!! არავითარი შური და ბოღმა, მის განცხადებებში... მხოლოდ კეთილი სურვილები და შემდგომი წარმატებების იმედი!!!
tngh
20:31 28-08-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული