"მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ" - ცნობილია, იქნება თუ არა "კვარას" ახალ ხელშეკრულებაში მითითებული გამოსასყიდი თანხა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" და ხვიჩა კვარაცხელიამ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ იქნება, "კვარა" კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს.

"მოლოდინი დასრულებულია, დე ლაურენტისის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრებამ შედეგი გამოიღო. "ნაპოლის" წინადადებას ფეხბურთელის მამა და აგენტი დიდხანს განიხილავდნენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩა წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი შეტანილი არ იქნება. ისინი წინადადებას დათანხმდნენ.

"კვარამ" მოლაპარაკებებისას ნათლად აჩვენა, რომ
ხელფასს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კონტემ ის გამოაცოცხლა, დაარწმუნა, რომ თავდამსხმელის უკან თამაშით უფრო არაპროგნოზირებადი გახდებოდა და მისი შედეგიანობა გაიზრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუდი გარსიაც იმავეს ცდილობდა, თუმცა ფრანგს "ნაპოლიში" მუშაობა არ გამოუვიდა.

კონტემ და "კვარამ" საწვრთნელი პროცესის პირველივე დღიდან ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს. იტალიელი სპეციალისტი ღიად აცხადებდა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი იყო და კლუბს მისი გაყიდვა არც უნდა ეფიქრა. სწორედ ამის გამო ქართველის ტრანსფერი "პარი სენ ჟერმენში" ჩაიშალა", - წერს გამოცემა.

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

alt"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 32 /
და ოსიმენს 10 მლნ და ლუკაკუს 8 მლნ ხელფასი და კვარას 5 რატო . და გამოსასყიდი უნდა გაეკეთებინათ თორე შეაბერდება ნაპოლის
ტოტტი
11:39 02-09-2024
2
რა გამოდის?კვარას ხელფასი არ აინტერესებსო,არც ტიტულები აინტერესებს,რაკი ნაპოლიში რჩება და ამ კონტრაქტის გამო,სანამ ფეხბურთელად ივარგებს,ნაპოლიდან ფეხს ვერ გაადგავს,მერე კი,აღარავის ენდომება.ფეხბურთს,თბილისის დინამოშიც ითამაშებდა,თუ ესენი არ აინტერესებდა.ესე იგი მისი ინტერესი იყო,რომ დე ლაურენტისის მეწველი ძროხა გამხდარიყო,რომელსაც ბოლოს საძეხვეში ჩააბარებენ?სხვა რაღა რჩება!ჯუღელისა კიდევ შეიძლება გავიგოთ,მაგრამ მამამისსაც ეტყობა არ სწამს,ხვიჩას შესაძლებლობებისა და დღევანდელ კვერცხს ამჯობინებს სახვალიო ქათამს.ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება და გამოდის,რომ კიდევ რაღაცა ამბავი ტრიალებს ფარულად,რაკი დე ლაურენტისი ასე თავხედურად და ცინიკურად უწევს ექსპლუატაციას.ზოგს იმედი აქვს,მოკვდებაო დე ლაურენტისი და ეშველებაო ხვიჩას,მაგრამ მის ადგილზე ვინც მივა,ამისთანა ტკბილ და ნოყიერ ლუკმას ან ის რატომ გაუშვებს ხელიდან?შენ თვითონ თუ არ მოიპოვე თავისუფლება,ნებით არავინ გაგათავისუფლებს.აგერ,ოსიმენი ცდილობს თავი დააღწიოს,ხვიჩას ოჯახი კი,პირველივე დღიდან კაპიტულაციის მდგომარეობაშია.ვთქვათ მოხდა სასწაული და ვისაც ხვიჩას წაყვანა მოუნდება,გადაიხადა მისი გამოსასყიდი.ან ის რატომ გადაუხდის,ღირსეულ ხელფასს,როცა ხედავს რომ ნახევარ ფასშიც ითამაშებს?გიჟი ჰყრიდა,ჭკვიანი კრეფავდაო,ნათქვამია.ხვიჩა კვარაცხელია,ნამდვილად არ არის,გარინჩას მასშტაბის სუპერვარსკვლავი,მაგრამ ვისაც გარინჩას ისტორია ახსოვს,ცუდად ენიშნება,როგორ დაამთავრა მან.ისიც ხალხს პელეზე მეტად უყვარდა,ხელფასს არ უყურებდა,მისი აგენტები კი,მის ხარჯზე, შავი დედლებივით გაკეთდნენ,გარინჩამ კი,სიღატაკეში დაასრულა სიცოცხლე.ხვიჩას ჯვარი სწერია,ასეთი მომავლისაგან,მაგრამ მისი გარემოცვა,საამისოდ იმეტებს.
სოსო
13:55 02-09-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული