"მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ" - ცნობილია, იქნება თუ არა "კვარას" ახალ ხელშეკრულებაში მითითებული გამოსასყიდი თანხა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" და ხვიჩა კვარაცხელიამ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ იქნება, "კვარა" კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს.

"მოლოდინი დასრულებულია, დე ლაურენტისის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრებამ შედეგი გამოიღო. "ნაპოლის" წინადადებას ფეხბურთელის მამა და აგენტი დიდხანს განიხილავდნენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩა წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი შეტანილი არ იქნება. ისინი წინადადებას დათანხმდნენ.

"კვარამ" მოლაპარაკებებისას ნათლად აჩვენა, რომ
ხელფასს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კონტემ ის გამოაცოცხლა, დაარწმუნა, რომ თავდამსხმელის უკან თამაშით უფრო არაპროგნოზირებადი გახდებოდა და მისი შედეგიანობა გაიზრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუდი გარსიაც იმავეს ცდილობდა, თუმცა ფრანგს "ნაპოლიში" მუშაობა არ გამოუვიდა.

კონტემ და "კვარამ" საწვრთნელი პროცესის პირველივე დღიდან ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს. იტალიელი სპეციალისტი ღიად აცხადებდა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი იყო და კლუბს მისი გაყიდვა არც უნდა ეფიქრა. სწორედ ამის გამო ქართველის ტრანსფერი "პარი სენ ჟერმენში" ჩაიშალა", - წერს გამოცემა.

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

alt"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 20 /
Nu propesorobt gexopat vis ramdeni xelpasiaq naxdad da ramdens ixeben eg marto magan icis vinc datanxmda da xeli moawera amas chven mainc ver gavigebt da minimum 2 weli rcheba xvicha iq axla ligaze gavlenda momaval cels ligaze itamashebs egec 4 sezoni napolishi da mereki gaxidian
Achi
19:44 02-09-2024
1
თუ კვარასთვის ხელფასს მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ სპორტულ მიღწევებზე ფიქრობს, მაშინ საერთოს ნუ მოაწერს ხელს კაბალაში ყოფნას კიდევ 5 წლით და მეტი შანსი ექნება მიაღწიოს უმაღლეს გრანდ გუნდებში თამაშით, სადაც 5 ლიმონს ერთ სეზონში გადაუხდიან უპრობლემოდ.
დაახვიოს რა მაგ ლავრენტამ, არ მიჰქარო ხვიჩა და არ შეყო თავი ხაფანგში, გაიკეთოს უკან ეგ ფული
ბს
16:57 02-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული