"მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ" - ცნობილია, იქნება თუ არა "კვარას" ახალ ხელშეკრულებაში მითითებული გამოსასყიდი თანხა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" და ხვიჩა კვარაცხელიამ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა შეტანილი არ იქნება, "კვარა" კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს.

"მოლოდინი დასრულებულია, დე ლაურენტისის ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში გამგზავრებამ შედეგი გამოიღო. "ნაპოლის" წინადადებას ფეხბურთელის მამა და აგენტი დიდხანს განიხილავდნენ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩა წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს გამოიმუშავებს, ხოლო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი შეტანილი არ იქნება. ისინი წინადადებას დათანხმდნენ.

"კვარამ" მოლაპარაკებებისას ნათლად აჩვენა, რომ
ხელფასს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. კონტემ ის გამოაცოცხლა, დაარწმუნა, რომ თავდამსხმელის უკან თამაშით უფრო არაპროგნოზირებადი გახდებოდა და მისი შედეგიანობა გაიზრდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ რუდი გარსიაც იმავეს ცდილობდა, თუმცა ფრანგს "ნაპოლიში" მუშაობა არ გამოუვიდა.

კონტემ და "კვარამ" საწვრთნელი პროცესის პირველივე დღიდან ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს. იტალიელი სპეციალისტი ღიად აცხადებდა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი იყო და კლუბს მისი გაყიდვა არც უნდა ეფიქრა. სწორედ ამის გამო ქართველის ტრანსფერი "პარი სენ ჟერმენში" ჩაიშალა", - წერს გამოცემა.

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

alt"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ ხელფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა..დაესრულებინა ეგ კონტრაქტი და 3 წელიწადში წასულიყო უკეთესს გუნდში..
ბუჯანგა
00:45 03-09-2024
2
ანუ კონტრაქტი ისედაც აქვს 2027 წლამდე და კიდე 3 წელი აიღებდა 1.5 მილიონს, როცა შეუძლია გაახანგრძლივოს და აიღებს წელიწადში 5+ ბონუსებს. თუ გადაიხდის ვინმე 100 მილ ისედაც გაუშვებენ
nedved
22:22 02-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული