ქოჩორაშვილის შესანიშნავი საგოლე პასი - "ლევანტე" "ეიბართან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდა დივიზიონის მესამე ტურში „ეიბარისა“ და „ლევანტეს“ მატჩი 2:2 დასრულდა.

სტუმრები დებიუტში როჟე ბრუგუის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც ჩინებული გადაცემა გიორგი ქოჩორაშვილმა გაუკეთა. მეორე ტაიმის დასაწყისში ანტონიო პუერტასმა ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ ბრუგუის პასით ივან რომერომ „ლევანტე“ წინა გაიყვანა, თუმცა კომპენსირებულ დროში პუერტასმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

ქოჩორაშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 7.2 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 7.1-ით. გიორგი ხვალ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

„ლევანტე“ 5 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 8 სექტემბერს გასვლაზე „კარტახენასთან“ ქართველის გარეშე ჩაატარებს.

ეიბარი.
„იპურუა მუნისიპალი“

ეიბარი - ლევანტე 1:1
გოლები: 0:1 ბრუგუი (4), 1:1 პუერტასი (47), 1:2 რომერო (79), 2:2 პუერტასი (90+2)

altქოჩორაშვილი მამარდაშვილის გუნდში შეიძლება გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ, როგორ ჩარჩა ლევანტეში ქოჩორა?!მიუხედავად ევროზე თამაშისა მაინც არ ენდობიან ქართველ ფეხბურთელებს!!
ნიკა
00:16 03-09-2024
0

სიახლეები პოპულარული