მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. Transfermarkt-ზე მოისწრაფიშვილის კლუბის გრაფაში უკვე კოვალივკას "კოლოსია" აღნიშნული.

მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის "ბევერენში" თამაშობდა, ახალ გუნდში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

"კოლოსში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ასპარეზობს. ეს გუნდი 5 ტურის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგაში 2 ქულით ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ჩერკასის" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული