Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასი მაქსიმალურად მოემატება.
მისი თქმით, "კვარასთან" შეთანხმება წელს კლუბისთვის ბოლო იქნება. ხვიჩას პსჟ-ისგან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა კონტემ კატეგორიულად მოითხოვა მისი დატოვება. ქართველი სეზონის სტარტზე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალ პროექტში იდეალურადაა ინტეგრირებული და ახლა მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.
უგოლინის მტკიცებით, "ნაპოლის" წინადადებით, კვარაცხელიას გასამრჯელო მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოს და ბონუსებიანად იმდენივე უნდა გახდეს, რამდენსაც "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იღებს და რაც მთავარია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის
პუნქტი იქნება შეტანილი.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს ხელფასი ბონუსების ჩათვლით 8 მილიონია.