"კვარაცხელიას ისეთივე ხელფასი, როგორც ლუკაკუს და გამოსყიდვის პუნქტი" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასი მაქსიმალურად მოემატება.

მისი თქმით, "კვარასთან" შეთანხმება წელს კლუბისთვის ბოლო იქნება. ხვიჩას პსჟ-ისგან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა კონტემ კატეგორიულად მოითხოვა მისი დატოვება. ქართველი სეზონის სტარტზე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალ პროექტში იდეალურადაა ინტეგრირებული და ახლა მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.

უგოლინის მტკიცებით, "ნაპოლის" წინადადებით, კვარაცხელიას გასამრჯელო მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოს და ბონუსებიანად იმდენივე უნდა გახდეს, რამდენსაც "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იღებს და რაც მთავარია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის
პუნქტი იქნება შეტანილი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს ხელფასი ბონუსების ჩათვლით 8 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგია თუ კონტრაქტი ჯერ არაა განახლებული ! აუცილებლად უნდა მოითხოვონ ლუკაკუზე მაღალი თუ არა იგივე ხელფასი და რაც მთავარია გამოსასყიდი თანხა უნდა ჩაწერონ და თუნდაც იმ 5 მილიონზე კი არა უფრო ნაკლებზეც დათანხმდნენ მთავარია გამოსასყიდი თანხა ჩააწერინონ არაუმეტეს 100 მილიონის ! გამოსასყიდი პუნქტის გარეშე კვარა კიდევ 5 წელი დარჩება იმ ფულის ღორის მონად და საერთოდ უნდა დაივიწყოს რეალი კი არა ნებისმიერი სხვა გუნდი სადაც შეძლებს განვითარებასაც და ლიგის და სხვა ევროთასების მოგებას !
zura222
23:41 03-09-2024
6
მოკლედ რა,სერიალი "კვარას ახალი კონტრაქტი",გრძელდება და ბოლო არ უჩანს.ჭორები,ჭორები,ჭორები.იმან ეს თქვა,ამან ეს თქვა,4.5 მილიონი,5 მილიონი,8 მილიონი,ბოლო ბოლო იქნებ ეხლა მაინც გვეშველოს და ეშველოს კვარას???დამშვიდდება და თამაშზე იფიქრებს მხოლოდ.ერ5ი წელია დადის ჯუღელი ზევით ქვევით უშედეგოდ.
მირო
00:06 04-09-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული