ითამაშებს თუ არა ხვიჩა "კალიარისთან"? - იტალიური მედიის ვარაუდი

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია ალბანეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის გამო შეშფოთებულია. ქართველი იტალიაში ჩასვლისას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა კვირას, სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "კალიარისთან" თამაშს.

Sky Sport-ის ცნობით, შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა და მწვრთნელი ანტონიო კონტე მის ნაცვლად სასტარტოში დავიდ ნერესს ან ჯაკომო რასპადორის დააყენებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ campana Radio CRC-ის ეთერში განაცხადა, რომ "კვარასთან" მოედანზე ურთიერთგაგება ჯერ კიდევ არ არის სრული, მასთან ერთად თამაში ადვილია, ვინაიდან თავისი
მოქმედებით მთელი გუნდისთვის სივრცეების გახსნა შეუძლია.

Il Mattino-ს მტკიცებით, ხვიჩას ნეაპოლური კლუბი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელების სანაცვლოდ სეზონური ანაზღაურების 5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა 2.5 მილიონით მეტს ითხოვს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, თუმცა, იმედია, თვის ბოლოს პირობებზე შეჯერდებიან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ კიდევ შუა აგვისტოში დავწერე, რომ ლაურენტისი პირობებს შეუცვლის ფანჯრის დახურვის შემდეგ. ანუ თუ 1 სექტემბრამდე არ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, მერე ძალიან გაჭირდება თქო. 70 წლის კაცს ასეთი უნამუსო ადამიანი, 2-3 ვაჭარი თუ შემხვედრია. თუმცა რა გასაკვირია, ვაჭარიც კი არაა, სიტყვის შესრულებაში ვაჭრუკანაა.
alexandre
22:23 11-09-2024
1
მოკლედ,ბოლო არ უჩანს როდის დამთავრდება ეს საგა,კვარას ახალი კონტრაქტი.არ გამიკვირდება,თუ კვარა ისევ ძველი კონტრაქტით ითამაშებს ზამთრამდე მაინც.ჯუღელი ერთი წელია ვერ აღწევს ვერაფერს და რა გარანტიაა,რომ ეხლა მიაღწევს???
მირო
20:17 11-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული