ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ დაუზავდა - 1:1.

სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ და კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. მასპინძელთა თითქმის ყველა შეტევა მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა, სადაც თამაშს ჩაკვეტაძე ამწვავებდა. გიორგიმ ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ბაიოს მეკარე დოვინმა არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ იერიშები გააგრძელა, ქართველი მეურვეს გაექცა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. სავარაუდოდ, მას მუხლის
მყესის დაზიანება აქვს. იმედია, ტრავმა სერიოზული არაა.

„უოტფორდი“ 10 ქულით ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზეა და 21 სექტემბერს გასვლაზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - კოვენტრი 1:1
გოლები: 0:1 სიმსი (4), 1:1 დელე-ბაშირუ (67)

altჩაკვეტაძე სასტარტოშია, ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე - მთავარი ინტერესი "ნაპოლის" მიმართ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ აღმოჩნდა მძიმე ტრამვა მალე ვიხილავთ მოედანზე
გიორგი
20:48 14-09-2024
1
ძაან შემეშინდა საკაცით გაიყვანეს დიდიხანი იწვა რა ხდება არ გაგიათ არავის? ისევ ძველი ტრამვა ხომ არაა?? ღმერთო ახლიდან დაიბადა ბიჭი უკან მოიტოვა ყველაფერი ძაან მეცოდება მძიმე ტრამვისთვის და ძაან გვჭირდება ნაკრებში
ნიკა
20:24 14-09-2024
1

სიახლეები პოპულარული