"ვალენსია" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა - მამარდაშვილს სამი გოლი გაუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“, რომლის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირტესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ. პირისპირ გასულ სიორლოტს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, 39-ე წუთზე კი ქართველთან ერთი-ერთზე უკვე გალაჰერი გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა იერიშები მეორე ტაიმში გააგრძელეს და გრიზმანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა „ღამურების“ კარი. კომპენსირებულ დროში გიორგიმ რიკელმეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ალვარესმა დაასწრო.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 5.7,whoscored 5.4.

„ვალენსია“ 1 ქულით აუტსაიდერია და 21 სექტემბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გალაჰერი (39), 2:0 გრიზმანი (55), 3:0 ალვარესი (90+4)

altკვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
სასწაული დაცვა ყავს ვალენსიას, კარში შედიოდა ბურთიანად ატლეტიკო. 5.4 რატომ შეაფასეს მამარდა - რომელიმეს აღება შეიძლებოდა?
0
ჰე სად ხართ ახლა, გამოძვერით ბორმუთს, რომ დასცინოდით, რა უნდა მაქ ვალენსია გრანდიაო.დდდ
ეეე
11:30 16-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული