"ვალენსია" "ატლეტიკოსთან" დამარცხდა - მამარდაშვილს სამი გოლი გაუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“, რომლის თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, გასვლაზე „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირტესობას ფლობდნენ, განუწყვეტლივ უტევდნენ. პირისპირ გასულ სიორლოტს მეკარე მამარდაშვილმა არ გაატანინა, 39-ე წუთზე კი ქართველთან ერთი-ერთზე უკვე გალაჰერი გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა იერიშები მეორე ტაიმში გააგრძელეს და გრიზმანმა ახლო მანძილიდან დალაშქრა „ღამურების“ კარი. კომპენსირებულ დროში გიორგიმ რიკელმეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ალვარესმა დაასწრო.

მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.3, flashscore 5.7,whoscored 5.4.

„ვალენსია“ 1 ქულით აუტსაიდერია და 21 სექტემბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 გალაჰერი (39), 2:0 გრიზმანი (55), 3:0 ალვარესი (90+4)

altკვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
მამარდას ტეანსფერი რომ დაანონსდა მაშინ დავწერე რომ უკეთესი იქნებოდა თუ ბორმნუთში იჯარით წავა თქო, იმიტომ რომ ვალენსიის დაცვის შემყურე ძალიან ბევრ გოლს გაუშვებს თქო, დისლაიქები დამაყარეს რა სჭირს იჯარით წასასვლელიო, ჯერ ერთი ის რომ კლასს აიმაღლებდა, მერე ინგლისურ სტილს შეისწავლიდა და ლივერპულში უკვე აღარ გაუჭირდებოდა შეგუება
მამუკა
03:05 16-09-2024
5
დევისის თასზე რატომ არაფერს არ წერთ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული