"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველების უხეშობაზე ისაუბრა:

"უფრთხილდით ფედერიკო გატის, იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს. ასე უკეთესი იქნება. ამას უფრო მას შემდეგ ვწერ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვჩივით, თუმცა საამისო მიზეზი გვაქვს.

კვარაცხელია "ნაპოლის" და მთელი სერია A-ს ვარსკვლავია. ეს ბიჭი მეურვეთა სისტემატური სამიზნეა, რომლებიც მომაკვდინებელი ხერხებით მის კოჭ-წვივებზე კონკრეტული მიზნით არიან დაგეშილი და ცდილობენ, ტკივილი მიაყენონ, რაზეც
მსაჯები არასოდეს არ რეაგირებენ.

"ნაპოლის" მეტად არ აქვს დუმილის უფლება. აურელიო დე ლაურენტისმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოს. კარგ ფორმაში მყოფი "კვარა" შაბათს იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს, ფედერიკოს გატის დაუპირისპირდება. უფრთხილდით მას! არა ხვიჩაზე ნადირობას!"

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამაზე დავწერე გუშინ, ხმას რომ არ იღებენ არც ნაპოლის ხელმძღვანელობა და არც არავინ. აგერ მარტო კარლო ალვინომ შეისმინა ჩემი)). კალიარი არის ყველაზე საზიზღარი გუნდი იტალიის სერია A-ში. პირველივე წამებიდან ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას. მარტო ფეხბურთელების გაკიცხვა არ კმარა. მსაჯები უნდა დაისაჯონ მკაცრად მსგავსი უხეშობის არ აღსაკვეთად. სწორს ბრძანებს ჟურნალისტი გატი არის ყველაზე უხეში მცველი, ყველაფერზე წამსვლელი რომ იტყვიან. როგორ გინდა გაიგო, თორემ მწვრთნელებიც მისაყოლებელია სანქციებში. სწორედ ისინი აძლევენ ასეთ დავალებებს. შარშან მაურინიოს ვითომ სახუმარო პოსტი, გახსოვთ ალბათ ხვიჩას შეჩერებაზე რა უპასუხა ჟურნალისტებს.
დავით 67
17 სექტემბერი 2024 01:57
5
ისე ოსიმენს პატივს ვცემ ერთი რამის გამო.არ მახსოვს ვისთან თამაშობდნენ.ხვიჩამ საგოლე მომენტი გააფუჭა,ინერვიულა და თავი დახარა.ვიქტორი მივიდა და თავი აუწია.ესაა გუნდი,მეგობრობა,პატივისცემა და რწმენა.ლუკაკუს დიდი პატივისცემა ჩემგან,მაგრამ ოსი ყოველთვის მემახსოვრება როგორც ადამიანი
გელა
17 სექტემბერი 2024 01:20
6
ჰოდა ეს ბოროტი ანტიკვარასისტები კიდე იძახიან კვარა სიაფანდია, კვარა ტყუილად კოტრიალობს, კვარა იგონებს და მსაჯებს ეკამათება და ათასი სისულელეს კიდე.
რაც მაგას ურტყამენ ღიად და ფარულად იმდენი თქვენ მოგხვდათ ფეხებშიც და სხვაგანაც კვარასიანებისგან. დაიცავით კვარა ყასბებისგან და კვარა განახებთ, და გაგახსენებთ იმ ფეხბურთს, რისთვისაც გვიყვარს და დავდივართ ფეხბურთზე უკვე საუკუნეზე მეტია.
მალხაზ ჯობავა
16 სექტემბერი 2024 23:05
6
ამ იუვენტუსის მცველის მეტსახელი ყასაბია! ლუკაკუ უნდა მიუშვა მაგაზე და მერე ნახოს!
მწვრთნელი
16 სექტემბერი 2024 21:59
2
აააი ესაა ზუსტად მაგ უხეში კაცის წამალი.ეგ მუტრუკი ჯანის ბელგიელი მიუშვან და მერე ნახოს ვინაა ყასაბი.p.s.ლუკაკუ ჩემო მეგობარო აბა შენ იცი და შენმა ჯანმა. კვარაცხელია არ დააჩაგრინო არავის.p.s.s.პატივისცემა ყველა რასას და კანის ფერს თუ ადამიანია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
გელა
16 სექტემბერი 2024 23:09
1
ბოლოს და ბოლოს ითქვა სიმართლე: მართალია ეს კაცი. ხვიჩას, ანუ ლამაზ ფეხბურთს დაცვა ჭირდება. ჩვენც ამოვიღოთ ხმა და იქნებ მივაწვდინოთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას! თუ დააკვირდებით ხვიჩას რიგ-რიგობით ურტყამენ მცველები კოჭებში - რათა ყვითელი ბარათები არ მიიღონ. მე ვხვდები ამას და მოედნის მსაჯი ვერ ამჩნევს და ვერ ხვდება? სადაა ჩვენი სპორტული დესპანი და ლელოს მშვენიერი სპორტული კორესპოდენტი იტალიაში ქალბატონი ხარატიშვილი? როგორც ფილმ დათა თუთაშხიაშია ნათქვამი: "დაიწყე და აგყვებით". გაიხარეთ ყველამ!!!
ვაჟა მასწავლებელი
16 სექტემბერი 2024 21:06
3

და როგორ დამთავრდა დათა თუთაშხიაში ის
"იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც"
ეს არ გახსოვთ ვაჟა მასწ.?

სამწუხაროდ კარგად იციან იმათ რაც ხდება ქვეყანაზე და მიტომ შვებიან იმას რასაც შვებიან.
ოთარი
17 სექტემბერი 2024 08:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული