არა და არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ემპოლის" საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს.

დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება.

საბა "ემპოლიში" "ტორინოდან" იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი "ტორინოში" ჩაატარა.

ერთი სიტყვით, არა და არ უმართლებს საზონოვს - "ტორინოში" ბოლომდე ნდობა არ გამოუცხადეს, ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ, მომავალ ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმედს ვიტოვებ,რომ ოპერაცია არ დასჭირდება.საბა ძალიან ძლიერი ბიჭია და ასე ადვილად არ გატყდება.თანაც იტალიაში სულ სხვა სამედიცინო მომსახურება აქვთ,კლუბებს,გენტისაგან განსხვავებით,ჩაკვეს ტრავმა უყურადღებობის გამო,ამდენი წელი რომ გაუჯანჯლდა.
სოსო
19:59 17-09-2024
0
მთელი სული და გული ნაკრებისკენ აქვს, ჯერ 22 წლის არის, გავიხსენოთ ჩაკვეს ტრამვები, მაგრამ დღეს ნაკრების ლიდერია
იკა
19:47 17-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული