ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის "შანდონგ ტაიშანი" ავსტრალიურ "ცენტრალ ქოუსთ მარინერს" შინ, ჯინანის "ლუნენ ბიგზე", ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს - 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ.
შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისი იყო, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 3:1.
რაც შეეხება ბექა მიქელთაძის სამხრეთკორეულ "გვანჯუს", იაპონური "იოკოჰამა" 7:3 დაამარცხა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი გოლი და საგოლე პასია. არადა, ბექა მინდორზე 63-ე წუთზე შევიდა.
აზიური და ევროპული ჩემპიონთა ლიგის შესახებ წაიკითხეთ აქ -
სხვადასხვა სახელით წერთ კომენტარებს, სტილი იოლად იცნობა და ცდილობთ, რამე იპოვოთ, თან ვერ პოულობთ. ეს სტატია იდებოდა ოპერატიულად, მერე დაედითდა და სათაურში ყველაფერი უნდა დაწერონ? ან ვაკო სადაა, ეგ მაინც ხომ უნდა იცოდეთ. გაგიჭირდებათ ასე ცხოვრება. კიდე უპასუხებთ, დარწმუნებული ვარ
კი ბატონო დაარქვით ინტრიგნობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა უეფას ტურნირია და ჩემპიონთა ლიგის სათაურებით რაც არის სიახლეები, იქაც უნდა ვიფიქროთ რომ შესაძლოა აზიის ტურნირზე იყოს ნიუსი?