"ემპოლის" საიტი იტყობინება, რომ 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელმაც ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები დაიზიანა, მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.
საზონოვი სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს და სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ამ სეზონში ვერ ითამაშებს.
საბა ერთი წლით იჯარის წესით "ტორინოდან" "ემპოლიში" ზაფხულში გადავიდა.