"უოტფორდის" საიტი იტყობინება, რომ ჩინებულ ფორმაში მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს.
ჩაკვეტაძე ინგლისურმა კლუბმა იჯარით "გენტისგან" 2023 წელს აიყვანა, შემდეგ კი გამოისყიდა.
გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძესთან თანამშრომლობის გახანგრძლივებით აღფრთოვანება ვერ დამალა და ქართველი შეაქო: "ფანტასტიკური მაგალითია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის იმისთვის, რათა კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, თუ გინდა, პროფესიონალი გახდე.
ის მშვიდია, გადამწყვეტი, თავისი პროფესიონალიზმით და შემართებით მისაბაძი, რომელიც პროგრესირებს და კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება".
ის მშვიდია, გადამწყვეტი, თავისი პროფესიონალიზმით და შემართებით მისაბაძი, რომელიც პროგრესირებს და კლუბს წარმატების მიღწევაში ეხმარება".