კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პალერმო“ 5:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და მაინც ადვილად სძლია მეტოქეს. ხვიჩა კვარაცხელია 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის ბოლოს კვარაცხელიას კარგი გადაცემა რომელუ ლუკაკუმ ვერ გამოიყენა.

"ნაპოლი" მერვედფინალში სტუმრად "ლაციოს" დეკემბერში შეხვდება.

„ნაპოლი“ სერია A-ში 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზეა და 29 სექტემბერს „მონცას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - პალერმო 5:0
გოლები: 1:0 ნგონჟი (7), 2:0 ნგონჟი (12),
3:0 ჟეზუსი (42), 4:0 ნერესი (70), 5:0 მაკტომინეი (77)
გაძევება: ვასიჩი (59, პალერმო)

altმატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა რა უცნაური მაზილაა ლუკაკკუ :)))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული