მატჩის დღე! მიქაუტაძე-ლაკაზეტი გოლის გარეშე და კვარაცხელია-ლუკაკუს დასვენება

AutoSharing Option
ევროტურნირები ახალი ფორმატითა და დროით ტარდება. მიმდინარე კვირის ორი დღე ევროპა ლიგას დაეთმო. აქ "ლიონი" დაბრუნდა, მის რიგებში დაბრუნების შემდეგ კი გიორგი მიქაუტაძეს პირველი გოლის გატანა სურს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰქონდა. მეტი ნდობისა და ნავსის გატეხის შემდეგ "ჟორჟი" აუცილებლად ბევრს გაიტანს. ის ამას აუტსაუდერ "მეცში" ახერხებდა. ახალ სეზონში უგოლოდაა ლიონელთა კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტიც; დღეს, 26 სექტემბერს, ჩვენი დროით 23 საათზე, ევროპა ლიგის პირველ ტურში, "ლიონი" კონფერენს ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.

ზუსტად
ამ დროს ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის "ნაპოლიმ", ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, ანტონიო კონტესთან ერთად, სტაბილურობას მიაღწია. ნეაპოლელები ახლა, იტალიის თასის 1/16-ფინალში, "პალერმოს" უმასპინძლებენ.

სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლელები თასზე მერვედფინალიდან ერთვებოდნენ და იქვე მარცხდებოდნენ. ამ დროს შემადგენლობის როტაცია ყოველთვის დიდი დოზით იყო. კონტეს გუნდმა წელს აქ ადრე დაიწყო, უკვე მეორე მეტოქე ჰყავს და თუკი ამ ბარიერსაც გადალახავს, "ლაციოსთან" დაპირისპირება ელის.

სერია "ბ"-ს წარმომადგენელ სიცილიელებთან ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს გარეშე თამაშს ელიან. მიუხედავად იმისა, "ნაპოლი" ევროტურნირებზე არ გამოდის და დასვენებას საკმაოდ ახერხებს, ახლა მთელი სწორება მაინც "მონცასთან" დაპირისპირებაზეა, კონტეს ცალი თვალი ამ შეხვედრისკენ უჭირავს.

Sportall.Ge

"პალერმოს" ამბიცია აქვს, სერია "ა"-ში დაწინაურდეს. მათი მწვრთნელი დიონისია, რომელმაც 2021 წელს ელიტაში "ემპოლი" აიყვანა. პალერმოელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს და შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გამოასწორეს. მათ შემადგენლობაში ერთ დროს "ნაპოლის" გამორჩეული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმა, რობერტო გამოდის, რომელიც ბოლოს გიორგი კვერნაძის "ფროზინონეში" იყო.

შოტლანდიელმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ "იუვენტუსთან" თავდაჯერებულად ითამაშა. მას ახლა სასტარტოში არ ელიან; ძირითად შემადგენლობაში "რეალიდან" გადასულ ცენტრალურ მცველ მარინის ვარაუდობენ. მოგეხსენებათ, მეკარე მერეტი ტრავმირებულია და მის ადგილს ელია კაპრილე დაიკავებს. 23 წლის კიპერს "ემპოლიში" მშვენიერი მატჩები ჰქონდა. რაც შეეხება "პალერმოს" კარს, მშობლიურ კლუბს 37 წლის სალვატორე სირიგუ დაუბრუნდა, რომელსაც მართლაც დახუნძლული კარიერა გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს 2017 წელს დაუპირისპირდნენ.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): კაპრილე - მაცოკი, მარინი, ჟესუსი, სპინაცოლა - გილმორი, ფოლორუნშო - ნერეში, რასპადორი, ნგონგე - სიმეონე.

მსაჯი: ჯუზეპე კოლუ.

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხშირად იდება აქ ბევრი ლეგიონერის შესახებ, განსაკუთრებით შაბათ-კვურას, მაგრამ პრევიუსას ძირითქდი აქცენტი ელიტლიგებზე და გუნდებზეა. რეალურად კვარას ირგვლივაა ეს სტატია, რაც ბუნებრივია და მიქაუტაძე სწორედ მაგ ინტერესის გამოა დამატებული
მეზღვაურს
11:42 26-09-2024
3
ოდიშარია და სილაგაძეც თამაშობენ დღეს ევროპა ლიგაზე სტიაუას წინააღდეგ.ზოგადად ლეგიონერებზე სტატიას რომ წერთ კარგი იქნება ყველას თუ ახსენებთ. ოდიშარია ძალიან ნიჭიერი მარჯვენა შემტევია და იმედია ევროპა ლიგაზეც გამოიჩენს თავს.
მეზღვაური
10:50 26-09-2024
3

სიახლეები პოპულარული