ანტონიო კონტე: ხვიჩა ნერვიულობდა? - გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა

AutoSharing Option
სერია A-ს ლიდერი "ნაპოლი" 4 ოქტომბერს "კომოს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს, ანტონიო კონტეს "მონცასთან" შეხვედრაში ხვიჩა კვრაცხელიას შეცვლის რეაქციაზე დაუსვეს კითხვა.

"არ დამინახავს, არ ვიცი, საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული თუ არა. გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა: გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ნერვიულობდა, ხმამაღლა აპროტესტებდა, რაც მისთვის ცოტა უჩვეულოა, თუმცა მე ეს მომწონს, რამეთუ იმას ნიშნავს, რომ საქმეში ჩართულია, როგორც ტექნიკურად ასევე ემოციურად, გამოწვევას გრძნობს. მსაჯებთან სიმშვიდე მართებს, რადგან გვინდა მატჩი 11 ფეხბურთელით
დავასრულოთ. მინდა ყველანი დამუხტულნი იყვნენ, არბიტრზე ბრაზდებიან, რადგან სურთ ერთად რაღაც დადებითს მიაღწიონ", - უპასუხა კონტემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მრავალი მედია საშუალება აღნიშნავდა,რომ ხვიჩაზე ნადირობა მიდის.ამისათვის კონტესაც რომ ხაზი გაესვა,ფედერაციასთან და სამსაჯო კომიტეტთან(თუ რაც არის) დაპირისპირება და შესაძლო სასჯელი მოჰყვებოდა.რაკი სხვები ლაპარაკობენ,საჭიროდ აღარ ჩათვალა,თვითონაც გამოხტარიყო.ვერსიაა და მგონი საკმაოდ მაღალი ალბათობაა,რომ სიმართლის დიდ დოზას შეიცავს.
სოსო
21:28 02-10-2024
0
სხვათა შორის სწორად მოიქცა კონტე რომ შეცვალა--ყოველ წუთს შეიძლებოდა მეორე ყვითელიც მიეღო და გვინდოდა შემდეგი თამაშის გამოტოვება ? თამაში მოგებული იყო და რაღა საჭირო იყო იქ ტყუილად სირბილი ? თანაც ვაი თუ ტრავმაც მიეღო(გადახურებულ სახსრებზე უფრო იზრდება ტრავმის ალბათობა)და რაც მთავარია მართლა უნდა მოთოკოს ემოციები ამით ბარათებსაც მიიღებს და ყველასთან (კონტესთანაც) გაიფუჭებს ურთიერთობას
zura222
16:46 03-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული