მასპინძლები გასაკვირად აქტიურები იყვნენ, მათ რიგებში განსაკუთრებით ზურიკო დავითაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც პირველი ლამაზი დრიბლინგი ვერ დააგვირგვინა, თუმცა შემდეგ ისევ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თავისი გუნდი ლამაზი გოლით დააწინაურა. პირველი ტაიმის დასარულს ზურიკომ პარტნიორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა.
მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი და ჰეთ-თრიკით თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე აგრეთვე ორი საგოლე გადაცემაა. დავითაშვილი "სენტ-ეტიენის" მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
მეორე გოლი ოსერთან