"კვარას" სასტარტო გარანტირებული აღარ აქვს" - Areanapoli ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ ქართველი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტე მას დავიდ ნერეშით შეცვლის, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "ბენფიკადან" შეიძინა და სერია A-ს ბოლო ტურში "კომოს" წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გეგმავს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altFichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

altსაბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? - კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისს საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას
 

მკითხველის კომენტარები / 24 /
აბა ბიჭო აბა, სულ გული არ გაუხეთქოთ "აერონაპოლიმ" კვარას,ფეხები უკოცნეთ დღე და ღამე,რაც ამ ბიჭმა თქვენთვის გააკეთა და აკეთა! Forzza Kvara siempre!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15:15 08-10-2024
2
ასე ელმასზეც ლაპარაკობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისიც მოიშორეს.. კვარა ნაპოლის სახეა, მის გარეშე გუნდი ჩამოიჩლება და მას ვერც უტექნიკურო ლუკაკუ და მაკტონომეი უშველიან.
giorgi 3
14:46 08-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული