"კვარას" სასტარტო გარანტირებული აღარ აქვს" - Areanapoli ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი გარანტირებული აღარ აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თუ ქართველი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ანტონიო კონტე მას დავიდ ნერეშით შეცვლის, რომელიც ნეაპოლურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "ბენფიკადან" შეიძინა და სერია A-ს ბოლო ტურში "კომოს" წინააღმდეგ თავის გამოჩენა მოახერხა.

გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით იტალიელი სპეციალისტი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს არ გეგმავს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altFichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

altსაბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? - კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებისს საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას
 

მკითხველის კომენტარები / 45 /
აბა ბიჭო აბა, სულ გული არ გაუხეთქოთ "აერონაპოლიმ" კვარას,ფეხები უკოცნეთ დღე და ღამე,რაც ამ ბიჭმა თქვენთვის გააკეთა და აკეთა! Forzza Kvara siempre!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
15:15 08-10-2024
3
და თავად ნერეში რამდენად შეძლებს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს, ამას არ კითხულობენ?!... უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სტაბილური რომ ყოფილიყო, არც ბენფიკა შეელეოდა ასე ადვილად და ბრაზილიის ნაკრებშიც მოიკიდებდა ფეხს, რომელსაც ახლა ისე უჭირს გოლის გატანა, როგორც არასდროს... ამასთან, ნერეში ამპლუით ფორვარდია ( თუ მაინცდამაინც, ნგონგე უფრო ახლოა კვარას პოზიციასთან) და მიუხედავად პატივისცემისა, ის საფეხბურთო ინტელექტი ნამდვილად არ გააჩნია, რომელიც კონტეს ჩახლართულ სქემებს, თამაშის გადაწყობას და რიტმის კონტროლს სჭირდება, რასაც ხვიჩა ავად თუ კარგად, არცთუ წარმატებულ მატჩებშიც კი ახერხებს და რასაც არათუ აქაური ურა-გულშემატკივრები, ხშირად ვითომ ყველაფრისმცოდნე იტალიელი ექსპერტებიც ვერ ამჩნევენ... თუ კონტე და ლაურა კვარას შემცვლელს იპოვნიან, ყველასთვის გასაგები მიზეზის გამო, პირადად მე, მხოლოდ მოხარული ვიქნები... თქვენ ის გვიბრძანეთ, ხვიჩას ტრავმასთან დაკავშირებული სტატია რატომ აღარ იძებნება - ფეიკი იყო, არაესთეტიკურად შეფასდა ( ნუ, ვანდა ნარას ფეხებს, ალბათ, უკეთესი ვიზუალი აქვს) თუ არასამთავროებმა გიჩივლეს?!... ვგონებ, ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია მაინც უფრო აქტუალური უნდა იყოს...
დდდ
13:06 08-10-2024
2

სიახლეები პოპულარული