"კვარაცხელია რომ მოკლან, პენალტს მაინც არ დანიშნავენ - ითამაშებს თუ არა ხვიჩა უკრაინასთან?" - იტალიური მედია

AutoSharing Option
იტალიური და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ნეაპოლური მედია შეშფოთებულია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მეტოქეთა უხეშობით და ყველაფერ ამაზე მსაჯების დამოკიდებულებით, რომლებიც შესაბამისად არ რეაგირებენ.

ultime calcio napoli წერს, რომ კვარაცხელიას ტრავმა აღელვებს „ნაპოლის“ გულშემატკივრებს, შეიძლება მას ერთი კვირა გაუცდეს, ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუმცა ალბანეთთან და მით უმეტეს 20 ოქტომბერს „ემპოლისთან“ ითამაშებს.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართულ „სპორტალზე“ ნანახმა ფეხბურთელის ფეხების მდგომარეობამ, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსული
გახდა, მასზე დამთრგუნველად იმოქმედა: „ეს „კომოსთან“ ნამატჩევს „კვარას“ ფოტოა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რაზეც კარგა ხანია ვლაპარაკობთ. სამწუხაროდ, ჩენი მოწოდება არავინ შეისმინა.

მსაჯების კვარაცხელიასადმი დამოკიდებულება აღმაშფოთებელია. ის სერია A-ში ყველაზე მეტ დაზიანებას იღებს - მასზე ერთი შეხვედრისას საშუალოდ ოცდახუთჯერ არღვევენ თამაშის წესებს, არბიტრები კი რეაგირების ნაცვლად ლექციას უკითხავენ, ხანდახან არდანიშნული პენალტის გაპროტესტებისთვის ყვითელ ბარათსაც უჩვენებენ. თერთმეტმეტრიანს იმ შემთხვევაშიც არ დადებენ, რომ მოკლან. ქართველის კოჭ-წვივებზე მთელი მატჩის განმავლობაში გამიზნულად საჯარიმოდან შორსაც ნადირობენ. იმ დღეს, როდესაც ფეხს მოსტეხენ, ტირილს დავიწყებთ, რომ იტალიური ფეხბურთი საშინელია“.

„გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველი მიმო მალფიტანო ხვიჩას დაზიანებას გამოეხმაურა: „ვნახე სურათი, რომელიც სოციალურ ქსელებში განუწყვეტლივ ვრცელდება. ვნახე „კვარას“ წარმოუდგენლად შეშუპებული მარჯვენა ფეხი. ეს „კომოსთან“ დაპირისპირებისას მოხდა. იტალიურ ფეხბურთში ეს საკითხი გადასახედია და არა მხოლოდ „ნაპოლისთან“ მიმართებაში, იმის ამსახველია, რაც მუდამ ჩვენთან ხდება. არბიტრები ყოველთვის შეცდომებს უშვებენ და ეს პრობლემაა. მსაჯმა ერმანო ფელიციანიმ ჩათვალა, რომ „კვარას“ წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭირო არ იყო და საქმეში VAR-იც არ ჩაერია“.

Sportall.Ge

Il Mattino ფანებს ამშვიდებს, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებში კარგ ხასიათზე გამოცხადდა და სავარაუდოდ, საგანგაშო არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გაიხარე კვარა! წარმატებები!!!! შენ იმ ხალხსაც კი შეაყვარე ფეხბურთი, სტადიონი სად იყო, არ იცოდნენ.
ძველი გულშემატკივარი
20:38 08-10-2024
3
გამოსავალი ძალიან მარტივია - მწვრთნელს ან გუნდის კაპიტანს უფლება უნდა ჰქონდეს, თუნდაც მიზერული რაოდენობის ჩელენჯი ( გადამოწმება) აიღოს მატჩის განმავლობაში... თუ მართლა გაწუხებთ, დაიწყეთ იტალიელებმა და მოგბაძავენ დანარჩენებიც...
ვოოტ
00:34 09-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული