კატასტროფული სიტუაცია უკრაინის ნაკრებში - სუდაკოვი მაინც გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ "შახტარის" საიტთან კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა გააკეთა:

"პირველ ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ და რთულ სიტუაციაში ვართ. ახლა წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს, დადებითი შედეგების მიღება გვჭირდება. საქართველოსთან პირველი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება, ისევე როგორც ჩეხეთთან. პოლონეთში ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს და მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ".

"კარპატის" ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაილ კოპოლოვეცმა უკრაინელთა პრობლემებზე ისაუბრა. "არ მინდა მჯეროდეს, რომ მოთამაშეებს ნაკრებში წასვლა არ უნდათ. თუმცა, სხვადასხვა წყაროებიდან მესმის, რომ იქ კატასტროფული ატმოსფეროა. ყველაფერი
შესძლებელია, ამიტომ ძნელი სათქმელია.

ახლა ტრავმების ეპიდემიაა და საწყენია, რომ ისინი ქვეყნის მთავარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ, მაგრამ რაც მესმის, იქ ნეგატიური ატმოსფეროა. ვფიქრობ, ეს არავისთვის საიდუმლო არაა", - ციტირებს კოპოლოვეცს NV.

altორი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

alt"ქართველებს ჩვენი პირობები უნდა ვუკარნახოთ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "ჯვაროსნების" დამარცხების "რეცეპტი" გამოწერა

altუკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული